|
2018-02-23 18:29:02, 1969 ნახვა
სამართალი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მიმდინარე წლის 20 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაბლის, ცაცხვის, წიფლის, მურყანისა და ნაძვის სახეობის 179 ერთეული მრგვალი მორი აღმოაჩინეს, რომლებიც, მიღება-ჩაბარების ოქმით, მორები მარტვილის მერის წარმომადგენელს მიბარდა. "გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 11 727 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. 22 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის მოპარვის შესახებ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, მარტვილის რაიონულ სამმართველოს შეატყობინა. პოლიციის სამმართველოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი დაადგინეს და მოპარული წიწვოვანი სახეობის მორები ამოიღეს. მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. ფაქტზე გამოძიება, სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში დაიწყო",-გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)