|
2018-02-23 16:58:54, 1935 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ოპოზიციის შიგნით დღეს ერთმანეთის მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება დავინახეთ
საპარლაამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სახეზეა ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრეს ბევრად მეტი სხვა თემებზე, ვიდრე მუხთარლის საქმეზე, რომლის ირგვლივ სამსჯელოდაც დღეს პარლამენტი შეიკრიბა: „თვალში საცემია, რომ ოპიზციის შიგნით დღეს ჩვენ დავინახეთ საკმაოდ არაკონტრუქციული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ თავის გამოსვლაში უფრო მეტი ისაუბრა სხვა საკითხების გარშემო, ვიდრე იმ საკითხზე, რაზე მსჯელობისთვისაც შევიკრიბეთ. ყველა გამოსვლაში ამ საგამოძიებო კომისიის გარდა ისაუბრეს ყველაფერზე.სამწუხაროა, რომ ოპოზიცის შიგნით ვხედავთ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც ერთ მიზანთან არსებობს ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციები“,-განაცხადა თალაკვაძემ და აქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, გამოძიება მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა მუხთარლის საქმეზე არსებულ კითხვებს მოკლე დროში პასუხი გაეცეს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)