|
2018-02-22 19:26:27, 1827 ნახვა
სამართალი
4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის (წიდა) უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში მოქალაქეს 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენი - წიდა სათანადო ლიცენზიის გარეშე ჰქონდა მოპოვებული. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე 58 ტომარა - 4 ტონა ტექნოგენური ნარჩენი დაილუქა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების 101 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 79 ფაქტი ქალაქ ზესტაფონში დაფიქსირდა. (NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)