02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 10:30:00, 2282 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგას იდიოტი უწოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ლუქსემბურგელ კოლეგას ჟან ასელბორნს, მიგრაციის საკითხის გარშემო შექმნილი უთანხმოების გამო, იდიოტი უწოდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პიტერ სიიარტომ უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ლუქსემბურგის საგარეო მინისტრს ჟან ასელბორნს ევროპის მიგრანტებით წალეკვა სურს. 

ამის შემდეგ, ლუქსემბურგის საგარეო მინისტრმა ვიქტორ ორბანს დიქტატორი უწოდა. მანამდე, უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან.  

ჟან ასელბორნის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა:

"ჟან ასელბორნი იდიოტია, თუმცა უნგრელები იდიოტები არ არიან. უნგრელებს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის შეშლილი იდეები არ სჭირდებათ, რათა იცოდნენ თუ რა არის მათთვის კარგი. ორბანის მთავრობა უნგრეთის უსაფრთხოებას იცავს, ხოლო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯორჯ სოროსთან ერთად უნგრეთის მიგრანტებით წალეკვა სურს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics