18:32 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 14:12:53, 1332 ნახვა

რეგიონი
შუახევში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით, მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებელთათვის შუახევის ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ლაბორატორიული-ინსტრუმენტული კვლევები დილიდან მიმდინარეობს.

შუახევის ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სხვადასხვა პროფილის ექიმთა გუნდი უწევს. კარდიოლოგი, გინეკოლოგი, რენდგენოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი, ოჯახის ექიმი  და ოფთოლმოლოგი  პაციენტებს დღის განმავლობაში მიიღებენ  და საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევებსაც ჩაუტარებენ;

აქციის მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მოსახლეობამ  ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო აქციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქციაში მონაწილეობა სიმბოლურად ფრიდონ ფუტკარაძემაც მიიღო.

სამედიცინო გასინჯვები შუახევის ჰოსპიტალში 11:00 სთ-ზე დაიწყო და დღის ბოლომდე  გაგრძელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics