|
2018-02-20 15:22:25, 2512 ნახვა
სამართალი
გერმანიის შსს-მ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს. გერმანიის შს უწყების ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, ოქტომბერში თავშესაფარს 355 ადამიანი ითხოვდა, ნოემბრის თვეში რიცხვი ისევ გაიზარდა და 444 შეადგინა. დეკემბრის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს 522 მოქალაქე ითხოვდა, ხოლო იანვარში - 745 პირი. ბუნდესტაგში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს. „თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ისევ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, - განუცხადა მაიერმა. მისივე თქმით, ქართველების უმეტესობა ვიზალიბერალიზაციას ბორატად იყენებს. მაიერმა დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს არალეგიტიმურად ითხოვენ. თავად გამოცემა წერს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, გერმანიას ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხის განხილვასაც აიძულებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)