|
2018-02-20 14:29:23, 688 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელა
დღეს აჭარის მთავრობაში ქალაქ ბათუმის მერიისა და მთავრობის წარმოამდგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემები ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისი, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა და დროებითი შემოვლითი გზების მარშრუტები იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე, რომელიც ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მოისმინა ინფორმაცია ქალაქის მერისა და განათლების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისაგან მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქალაქი და რეგიონი მიიღებს ორ ახალ სპორტულ სივრცეს, - თანამედროვე სტანდარტების ყინულის სასახლესა და საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზს. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და რეგიონის სპორტული ტურიზმისა თუ სხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვის პოტენციალის გაზრდას. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ბათუმის შემოსასვლელში მიმდინარე ესტაკადის მშენებლობაზე, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია. როგორც რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სამუშაოები ვადაზე ადრე, ივნისის ბოლოს დასრულდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილების გამარტივებას. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე დაწესდა დროებითი შეზღუდვები საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით და არის შეფერხებები გადაადგილებაში, თუმცა პროცესში აქტიურადაა ჩართული საპატრულო პოლიცია, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება განტვირთოს მოძრაობა. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)