|
2018-02-19 13:06:17, 1943 ნახვა
სამართალი
სასამართლო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი განახლდა. მას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და კონგრესმენებიც ესწრებიან. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. "პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ოფიციალურ,ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების კუთხით, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-განაცხადა ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)