|
2018-02-19 13:04:24, 1890 ნახვა
სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი: ყველა საფუძველი არსებობს, რომ სასამართლომ უარი უთხრას პროკურატურას ექსტრადირების დაწყებაზე
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრას საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადირების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციას: "სახალხო დამცველი კატეგორიული წინააღმდეგია ამ პირის ექსტრადირების. გარდა ამისა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა. ევროპარლამენტარების ვიზიტს ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს, რომლებიც ამ პირის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ",-აღნიშნა ვახტანგ კვიჟინაძემ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდრლ პროცესს, დღეს მოხდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. "პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ოფიციალურ,ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების კუთხით, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი ცოტა ხანში განახლდება. სასამართლო პროცესს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კონგრესმენებიც დაესწრებიან.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)