13:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 14:22:51, 1640 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ორი პროკურატურა ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ოერგანიზაციების განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში მეორე დევნის ორგანო-პროკურატურა ვერ შეიქმნება.

წულუკიანის განმარტებით, ეს არც საერთაშორისო ვალდებულებითაა გათვალისწინებული და არც ევროპული სტანდარტია ასეთი:

„პირველი ეხება მათ ტრადიციულ მოთხოვნას, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო, ანუ პროკურატურა, ამაზე პასუხი უარყოფითია.ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტია ასეთი, ამბობენ რა ისინი ამას, ვერ ასახელებენ ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც არსებობს 2 პროკურატურა. ჩვენს ქვეყანაშიც  ვერ იარსებებს. ეს არ არის არც ჩვენი ნება, არც სწორი, არც გამართლებული და ქვეყნის განვითარებისთვის ეს კარგი არ არის, უფრო მეტიც,  არ არსებობს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში.ჩვენი ევროპული ვალდებულება იყო საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ეს საგამოძიებო  მექანიზმი იქმნება დამცავი გარანტიებით ინსპექტორის გამომძიებლებისთვის, რომ პროკურორის ნებაზერ არ იყოს ყველაფერი მიტოვებული“,-განაცხადა წულუკიანმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  განხილვად დანაშაულთა წრის გაფართოვებაზე, მინისტრის პასუხი ასეთია:

„ჩვენ რაც გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებით აღებული, იმ დანაშაულებისთვის ვქმნით საგამოძიებო მექანიზმს. ის, რომ ე.წ. ჩადება ყოფილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განხილვადი დანაშაული, არასდროს ყოფილა მოთხოვნა, ეს არის სიახლე და არც საერთაშორისო ვალდებულება ყოფილა. ამიტომ, ჩვენ გვაქვს წამების,  მუქარის მუხლები, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ან ძალადობა, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ“,-აღნიშნა  წულუკიანმა.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის, არასათანადო, ან დამამცირებელი მოპყრობის, წამების, წამების მუქარის და გადაცდომების ფაქტებს გამოიძიებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics