|
2018-02-15 12:38:50, 2464 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ნიდერლანდები სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნიდერლანდებში თავს კარგად გრძნობს. როგორც სააკაშვილმა De Telegraaf-ს განუცხადა, უკრაინაში ყოფნის დროს მას მუდმივად დევნიდნენ. "რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში უშიშროების სამსახური მდევნიდა. სპეცრაზმმა ქვეყნიდა გამაძება როგორც საშიში ტერორისტი. რამდენჯერმა ჩემთან ჩემოიჭრნენ და დამაკავეს. ეს ხდებოდა როგორც დილით ადრე, ასევე გვიან ღამით. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ვხდები, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა. კითხვაზე - გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გული ყოველთის იქ არის. "რა თქმა უნდა ჩემი გული ყოველთვის იქ არის, უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, თუმცა ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)