|
2018-02-14 12:12:58, 1557 ნახვა
სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვა. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე, ლ.გ.-მ, გ.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკანონოდ შეაღწიეს თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, თ.ს.-ს და ი.მ.-ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და. ლ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)