|
2018-02-13 16:34:47, 2344 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს ჰგონია, რომ მომიშორა - აქ ათჯერ უფრო სახიფათო ვარ, ვიდრე უკრაინაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, ის ბრძოლას გააგრძელებს და უკან დასაბრუნებლად ლეგალურ გზებს მონახავს. "მე ვიყავი და ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. იცით, ძალიან მტკივა კისერი, რადგან გუშინ დაკავების დროს, მახჩობდბენ. თუმცა ჩემი კისრის ტკივილი გაივლის, მაგრამ მათ კისრებს არაფერი ეშველებათ. პოროშენკო, ლუცენკო, ავაკოვი - მათი ადგილი უკრაინის ციხეშია და პირობას გაძლევთ ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რუსეთის, უკრაინის და საქართველოს ოლიგარქების ერთობლივი ნამუშევარი. ახლა უნდათ ალბათ, რომ საქმე აღძრან და ძებნაში გამომაცხადონ. ვამბობ, რომ აქ ვარ ვარშავაში - მოდით წამიყვანეთ. პოროშენკოს ახლა ჰგონია, რომ თავიდან მომიშორა და მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი მას ხელს აღარ შეუშლის. თუმცა ეს ასე არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოროშენკოს ჩემი ეშინია. უახლოეს პერიოდში, სანამ ევროპაში ვარ, მუშაობას და ბრძოლას გავაგრძელებ. თავისუფალი სააკაშვილი ათჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე უკრაინაში მყოფი სააკაშვილი, რომელსაც ყოველდღიურად დევნიდნენ", - განაცხადა პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)