08:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 13:30:37, 1774 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი: სამწუხაროდ, სჩვევიათ მოსამართლეებს და პროკურორებს გარკვეული პირების ხუშტურებზე საქმეების კეთება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ უზენაესი სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაცვის მხარე საქმის ევროპულ სასამართლოში წაღებას გეგმავს.

"საქართველოში განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არავის აქვს. საქართველოში იქნება ერთი იმედი და ერთი გადაწყვეტილება. რასაც იტყვის ვინმე და ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან სჩვევიათ მოსამართლეებს და პროკურორებს გარკვეული პირების ხუშტურებზე ისეთი საქმეების გაკეთება, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს ყველანაირ იმედს. თუ ასე გავაგრძელებთ, არ გვექნება სახელმწიფო და ჩვენთან არ იარსებებს სამართლის უზენაესობა. ევროპულ სასამართლოში როცა მივალთ, იქ გამოჩნდება კიდევ ერთი შავი ფურცელი ჩვენი ე.წ. საქართველის მართლმსაჯულების",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics