08:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 15:58:52, 1510 ნახვა

კომენტარი
კალაძე: პრობლემა არ არის, თუ ტენდერში რუსული კომპანიის წარმომადგენლობა მონაწილეობს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა ტენდერში მონაწილეობას იღებს.

ამის შესახებ კალაძემ "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, თბილისში დაგეგმილი ესტაკადების მშენებლობის ტენდერში მხოლოდ ერთი, რუსული კომპანია მონაწილეობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანია "შავ სიაშია" შეყვანილი.

"შესაძლოა ადრე იყო „შავ სიაში“, მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ახლაც „შავ სიაშია“, ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს ტენდერში, გეტყვით, რომ ეს არ არის სწორი. ვერც თქვენ და ვერ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდით ამის გადამოწმებას, რადგან ტენდერები არის დახურული და ვერც ერთი კომპანია ვერ ნახავს თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში და რა ფასს წარადგენს. ეს არის დახურული, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დაველოდოთ ვინ იქნება გამარჯვებული. კომპიუტერი ამას ავტომატურად გამოავლენს. არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის თხოვნას, რომ რაც შეიძლება კარგად შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, კალაძემ ასე უპასუხა:

"მინდა მათ ვთხოვო, რომ ძალიან არ გადაიღალონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ტენდერი რომელიც ჩატარდება იყოს გამჭვირვალე და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ნუ ინერვიულებენ, თხოვნა მექნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics