|
2018-02-11 13:40:21, 850 ნახვა
რეგიონი
ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში მონტაჟდება რამდენიმე ტიპის მილსადენი და კეთდება წყალმიმღები ჭები. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად წყალუზრუნველყოფილი გახდება 800 ჰა მიწის ფართობი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის, 1 450 ოჯახი კი ამ ფართობების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას შეძლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის მანძილზე შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 50 პროექტი განახორციელა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ირიგაცია მოწესრიგდა 17 137 ჰექტარ მიწის ფართობზე. დღეისთვის რეგიონში მიმდინარეობს 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგ შიდა ქართლის სოფლებში დამატებით 1 075 ჰა მიწის ფართობი მოირწყვება, წყლით უზრუნველყოფა კი 1 795 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)