07:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 14:23:45, 1841 ნახვა

კომენტარი
სუბარი მუხთარლიზე: ადამიანს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია, ტყუილების თქმა არ ეკადრება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუხთარლის მიერ მოყოლილი გატაცების დეტალები აბსურდულია.

"ეს ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის მისი, მას შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს, მაგრამ ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის და მითუმეტეს ადამიანს, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა ეს პიროვნება საზღვარზე ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა და იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს. დღისით-მზისით თბილისის ცენტრში რომ ადამიანის გატაცება მოხდეს შეუძლებელია იქ არ იყოს რამდენიმე ათეული მოწმე, რომელიც იმავე წუთში დარეკავს პოლიციაში, იმავე წუთში გადაიღებს ამას ვიდეოზე და ჩვენ მოწმე ვართ, რომ მსგავსი რამეები ასე არ ხდება. შესაბამისად ეს თუ მართლა მოხდა, გატაცება თბილისის ცენტრში, ფორმიანი ადამიანების მიერ, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდი და შესაბამისად მუხთარლის ბრალდებებიც არამხოლოდ საფუძველს არის მოკლებული, არამედ ცოტა არ იყოს გავიდა საზღვარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თბილისიდან მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics