|
2018-02-09 16:53:00, 2051 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის ბიუჯეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელტა პალატამ დღეს ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის თანახმად, 2 წლის განმავლობაში დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება. მედიის ცნობით, ბიუჯეტს მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 186 კი, შინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს 3 საათით ადრე აშშ-ის სენატმაც დაუჭირა მხარი. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ამერიკის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა, რადგან კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. მანამდე,19 იანვარს კენჭისყრის ჩავარდნის მიზეზი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გახდა. მთავრობა რამდენიმე დღე არ მუშაობდა. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)