|
2018-02-08 16:54:39, 2980 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს - არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ის ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარება. ლუცენკოს განცხადებას ТСН ავრცელებს. "თუ სასამართლო დაადგენს, რომ მას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის უფლება არ აქვს, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი - ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ ის ოჯახის გაერთიანების პროგრამის Family Union ფარგლებში. მეორე - ნებაყოფლობითი ან იძულებითი დეპორტაცია მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, ან იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში არალეგალურად გადმოვიდა - ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი - ექსტრადირება საქართველოში ქვეყნის მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე", - განაცხადა ლუცენკომ და დასძინა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება მის დაკავებას გულისხმობს. "ექსტრადირებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გავლა. მაგრამ, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩემთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად ვამბობ, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - აღნიშნა იური ლუცენკომ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)