|
2018-02-07 16:14:42, 2698 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას მატყუარები უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ექს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მატყუარები უწოდა, - ამის შესახებ Hurriyetdailynews იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ოფიციალური ვაშინგტონი არ ასრულებს დაპირებას, რომლის თანახმად ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ქალაქ მანბიჯიდან გასვლას აიძულებდა. "აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოატყუა თურქეთი სირიაში, მემბიჯის რეგიონში ქურთ მებრძოლებთან დაკავშირებით და ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგივე კვალს მიყვება. ტრამპმა გვითხრა, რომ მათ იქ დარჩენა არ შეუძლიათ და ევფრატის აღმოსავლეთით გადაინაცვლებდნენ. მაგრამ რასაც დაგვპირდა, არ შესრულდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ბევრი ლტოლვილია, რომლებსაც მანბიჯში, საკუთარ სახლებში დაბრუნება სურთ. მისივე ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აფრინში ატარებს, შესაძლოა მანბიჯზეც გავრცელდეს. ერდოღანის თქმით, ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე იმედები არ უნდა დაამყარონ. „თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)