06:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:54:16, 1666 ნახვა

კომენტარი
ირაკლი შოთაძის განმარტებით, ჩაბუქის საქმე მთავარი პროკურატურის ბრალდების საქმე არ არის

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის გამოეხმაურა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ექსტრადირების მოთხოვნა თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე დადგა".

"მიმდინარეობს ექსტრადირების პროცესის დასაშვებობის შესწავლა. სასამრთლოში განხილვები წარიმართება შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპით. ჩვენ წარვადგენთ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს, დაცვის მხარე კი, წარმოადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის ჩვენი ბრალდების სისხლის სამათლის საქმე. ხსენებული პიროვნება არ არის საქართველოს პროკურატურის ბრალდებული. საუბარია ექსტრადირების პროცესზე, თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე. კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცედურები", - განაცხადა შოთაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics