16:37 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 17:30:44, 805 ნახვა

რეგიონი
ხულოს მერიის წარმომადგენლებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გააცნეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერის რწმუნებულებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ეფექტური და დროული დახმარების გაწევისათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა.

დეპარტამეტის ხელმძღვანელმა - დალი ქიქავამ მერიის წარმომადგენლებს სამინისტრო 2018 წლის პროგრამა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ წარუდგინა და სიახლეებზე ისაუბრა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics