|
2018-02-04 14:54:05, 2259 ნახვა
სამართალი
დედა: ჩემს შვილს აბრალებენ არასრულწლოვნების მკვლელობას მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე, ეს ცილისწამებაა
ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა ნინო ფერაძე აცხადებს, რომ გამოძიება ვიღაცას ხელს აფარებს. როგორც მან "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს ორი პირი, რომელიც ჩხუბის დროს დანას იყენებდა, თუმცა მათ გვარებს საქმის საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ ასახელებს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ყველამ თავისი წილი პასუხი უნდა აგოს: "ჩემ შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე. ეს მოწმემ ალბათ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი თავი დაეცვა. არ გვაქვს ექსპერტიზის პასუხები და ბავშვს ბრალი ორი ადამიანის მკვლელობაში ედება. ეს ცილისწამებაა პირდაპირ. ძალიან დათრგუნულები ვართ. მინდა, რომ ამ კონფილქტში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისი დანაშაულისთვის აგოს პასუხი, მათ შორის ჩემმა შვილმაც თუ ის დამნაშავეა", - ამბობს ნინო ფერაძე. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. გამოძიება ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ 2 დანა ფიგურირებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)