|
2018-02-01 11:58:31, 756 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ქედაში 2018 წლის პროგრამების პრეზენტაციას მართავენ
ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები რუსუდან შავიშვილი და ზურაბ თენიეშვილი შეხვედრას მართავენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან, თემის სამედიცინო პუნქტის მედდებთან და სოფლის რწმუნებულებთან. მინისტრის მოადგილეები სამინისტროს 2018 წლის პროგრამების პრეზენტაციას მართავენ. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ეცნობათ მიმდინარე წლის პროგრამული სიახლეები და ცვლილებები. შევხედრაზე, ასევე, განიხილება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე წლის პროგრამები. პრეზენტაციას გადამდებ დაავადებათა, ეპიდზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი - ნანა ჯინჭარაძე წარადგენს. „2018 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით12,159 ლარით გაიზარდა და 15,765,819 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 31 პროგრამას ახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამაა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 13,805,745 ლარს შეადგენს. სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)