05:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 11:59:27, 1833 ნახვა

კომენტარი
ალავიძე ივანიშვილის მიერ ხეების გადატანაზე: ყველა ღონისძიება გატარდება და ბოლოს ძალიან ლამაზი გარემო დარჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შავი ზღვის სანაპიროდან ასწლოვანი ხეების საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადატანის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი ნორმების დაცვით მიმდინარეობს და არანაირი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხზე არ არსებობს.

მინისტრი ირწმუნება, რომ ხეების გადატანის პროცესის დასრულების შემდეგ, რეკულტივაცია მოხდება და ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ ამას მოჰყვა ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ტყუილი. დარწმუნებული ვარ, რეკულტივაციაც ხდება. პერიოდი აქვს რეკულტივაციას. როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, თავის ვალდებულებებს ყველა შეასრულებს. ნორმების დაცვით მოხდება ყველაფერი. რაც შეეხება მძიმე ტვირთების გადატანას, ზოგადად ქვეყანაში ასეთი ოპერაციები სულ ხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვით, განსაკუთრებული აქ არაფერია, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე არ დგას. რაც შეეხება რეკულტივაციას და იმ ღონისძიებებს, რაც არის გასატარებელი, დარწმუნებული ვარ ყველა ღონისძიება გატარდება და ძალიან ლამაზი გარემო დარჩება“, - აღნიშნა ალავიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics