|
2018-01-30 15:48:20, 2560 ნახვა
მსოფლიო
„პუტინის სია“ - ამერიკამ ოლიგარქები და პოლიტიკოსები სიაში შეიყვანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა მომავალში სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ CNBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვაა შეყვანილი. აღნიშნული სიაში სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა. სანქციები შესაძლოა დაემუქროს: რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევს, პუტინის პრესმდივანს - ვლადიმერ პესკვოვს, პრეზიდენტის თანაშემწეს - ვლადისლავ სურკოვს, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერს ვალენტინა მატვიენკოს, ენერგეტიკის მონისტრ ალექსანდრ ნოვაკს, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ასევე "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს. “ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელებიც. სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)