12:43 - 19 Aug, 2026
|
2018-01-30 12:19:20, 1870 ნახვა
სამართალი
შსს-მ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება). შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)