|
2018-01-27 13:02:30, 2255 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ მაინცში ქურდობის ბრალდებით საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, - ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 43 წლის ქალი და 46 წლის მამაკაცი. სამართალდამცველების თქმით, მათ ქალაქის ცენტრში მდებარე ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ძვირადღირებული ბრენდების მღაზიები რამდენჯერმა გაძარცვეს. ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, დაკავებულების დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგადაც ისინი ადგილზევე აიყვანეს. მათ 6800 ევროს ღირებულების ნივთების ქურდობას ედავებიან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ამოიღო, ამ დროისთვის ისინი საპატიმრობაში არიან გადაყვანილი. გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)