|
2018-01-26 21:25:10, 2375 ნახვა
სამართალი
ბაჩო ახალაია პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიას მიმართავს. იგი კომისიას მოუწოდებს, მისი შეწყალების საკითხი არ განიხილონ და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, ვინ მიმართა კომისიას მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ. ახალაიას განცხადებით, კომისიის მხრიდან მისი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი შეურაცხმყოფელია. „წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას. ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია თქვენი კომისიის მხრიდან ჩემი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ასეთი განცდისთვის მე ნამდვილად გამაჩნია ობიექტური საფუძვლები, ვინაიდან დღეს საქართველოს მართავს რუსული ძალა, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებების ხარჯზე. ამ ფონზე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური შერიგების პლატფორმით, საკუთარი უპრინციპობით, გაუბედავი და არაშორსმხედველური პოზიციონირებით მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას და რუსული ინტერესების გაძლიერებას. ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად რბილი შეფასებაა იმ საშინელი სამსახურისა, რასაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს უწევს. შესაბამისად ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე. ვფიქრობ მოყვანილი არგუმენტები სრულიად საკმარისია ჩემი პოზიციის განსამარტად, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის ღირსეული სამხედროები, რომლებმაც მოგმართეს სამართლიანი შეწყალების თხოვნით, თუმცა თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა გულქვა უარით გაისტუმრეთ, ვერ გაბედეთ გასაბედი. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ და არ მსურს მთელი ცხოვრება ციხეში ვიყო. სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი თავისუფლება თავის დროზე შეგნებულად, ნებაყოფლობით, გაურკვეველი ვადით დავთმე საკუთარი პრინციპებისა დ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ერთგულების მიზნით. მოცემულობა ასეთად რჩება დღემდე. მე მტკიცე ნებისყოფით დაველოდები იმ გარდაუვალი, პროგრესული პოლიტიკური ცვლილებების ტალღას, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული გარანტია ჩემნაირი ტყვეების თავისუფლებისათვის. ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სიმახინჯის გამო თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი ღირსება ამისთვის უბრალოდ ნებართვას არ იძლევა. ბატონებო, იმისთვის რომ თქვენ ჩემს „შეწყალებაზე“ რაიმე სახით იმსჯელოთ, ჯერ პოლიტიკურად უნდა გაპატიოსნდეთ და გავაჟკაცდეთ,პოლიტიკას პოლიტიკა და კრიმინალს კრიმინალი უნდა უწოდოთ, რუსეთს - მტერი და არა მეზობელი, რუსულ მმართველობას საქართველოში შესაბამისი სახელი და არა დემოკრატიული პროგრესი. ყოველივე ზემოხსენებული ეს არის მაქსიმალურად კორექტული, თუმცა მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რომელთა გამოც მე ხელი არ მოვაწერე შეწყალების კომისიის მიერ წუხელ გამოგზავნილ ფორმულარს, შესაბამისად მოვითხოვ კიდეც ჩემი საკითხის ამოღებას კომისიის დღის წესრიგიდან“, - ნათქვამია ბაჩო ახალაიას წერილში.
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)