|
2018-01-25 14:58:11, 1638 ნახვა
სამხედრო
„ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარების დაუფლების მიზნით, ქართველ სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდებათ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სარაკეტო სისტემის-ჯაველინების გამოყენებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში წვრთნები ჩატარდება. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მასში მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორები მიიღებენ, რომლებიც ქართველ სამხედროებს შეასწავლიან იმ უნარებს, რაც ამ შეიარაღების გამოსაყენებლადაა საჭირო. ამასთან, იზორია ამბობს, რომ ჯაველინების სისტემის მთავარი დანიშნულება თავდაცვაა: „რაც შეეხება ანტისატანკო სისტემებს, ჯაველინებს, ეს სიტემა უკვე საქართველოშია და ამ სისტემის მთავარი დანიშნულება არის სწორედ თავდაცვა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს ახლო მომავალში მოხდება და ამისთვის ჩვენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, აშშ-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ ტექნიკით სარგებლობა“, - განაცხადა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)