|
2018-01-25 14:24:17, 1685 ნახვა
კომენტარი
გიგაური: როდესაც მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ითვალისწინებენ - ეს დიდი პრობლემაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, პრობლემაა, როდესაც სასამართლო მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. "ვსაუბრობთ იმ პრაქტიკაზე, როდესაც მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ითვალისწინებენ და ამის საფუძველზე აგზავნიან ადამიანებს ციხეში, არა მხოლოდ ნარკოდანაშაულებთან, არამედ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებითაც. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, თუ რა სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული და რა კონკრეტული რაოდენობა უნდა ჰქონდეს პიროვნებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ "ბახალას" 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)