|
2018-01-24 20:34:01, 2581 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. „დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“,-აცხადებენ სუს-ში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის ანატოლი ბერძენიშვილის გარდა, სხვადასხვა დროს რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ დუდაევი არიან დაკავებული.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)