|
2018-01-24 11:46:40, 2177 ნახვა
სამართალი
„ბახალას“ ადვოკატი: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
მსახობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამოქმედო გეგმაზე თავის დაცვის ქვეშ მყოფთან იმსჯელებს. "დაკავების შემდეგ დღეს გიორგის პირველად მოვინახულებ. ვისაუბრებთ განაჩენზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ანუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ. თუმცა უფრო დეტალურად სტრატეგიაზე მას შემდეგ ჩამოვყალიბდებით რაც განაჩენს სრულად მივიღებთ. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, ადვოკატი გიორგი გიორგანაშვილს გლდანის #8-ე ციხეში ხვდება. შეგახსენებთ, რომ "ბახალას" გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)