03:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 11:24:09, 1848 ნახვა

კომენტარი
ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოები განხორციელდება

დედაქალაქის მერია საცობებისგან ქალაქის განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა დედაქალაქის მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა.

„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ. ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ჩვენ ასევე, ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. ვგეგმავთ, ავტობუსების სპეციალური ზოლების - ე.წ. ბასლაინების მოწყობასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის დასუფთავების მანქანები სპეციალური გრაფიკით იმოძრავებენ, მოხდება მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია და სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics