12:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 21:09:39, 2295 ნახვა

სამართალი
თორნიკე ბზიავა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული თორნიკე ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. 

მეორე დაკავებული ბექა წიქარიშვილი კი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

„აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასმართლოს სამარცხვინო საქციელი, იმიტომ, რომ ველოდებოდით შუადღიდან და მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც განიხილა თორნიკე ბზიავას საქმე, მითხრა რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თუმცა, რაღაც მოტყუებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და ის დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბექა წიქარიშვილის საკითხს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. პროცესი დღეს არ ჩატარდება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ხვალ ჩაინიშნება პროცესი. მანამდე, აუცილებლად მოვინახულებ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics