21:37 - 17 Aug, 2026
|
2018-01-23 13:50:20, 2599 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში, ერთ-ერთი სასტუმროდან და მიმდებარე კლუბებიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან და მიმდებარე კლუბებიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლონდონის სახანძრო ჯგუფმა ატმოსფეროში ბუნებრივი აირის მაღალი დონის არსებობა დაადასტურა. პოლიციამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვესტმინსტერის რაიონში ევაკუაცია კომერციული ორგანიზაციებიდანაც განახორციელა. საგანაგებო ვითარების გამო, პოლიციამ მიმდებარე სარკინიგზო სადგური „ჩარლინგ კროსიც“ დახურა. უწყების ცნობით მუშაობა ადგილობრივი დროით 10 საათზე განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)