21:37 - 17 Aug, 2026
|
2018-01-23 12:59:33, 2660 ნახვა
მსოფლიო
ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქ მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა
გერმანიაში, ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქ მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროპორტში ქურთებმა სირიაში თურქეთის საომარი მოქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ განცხადებები გაკეთდა. ამის გამო თურქი მგზავრები, რომლებიც სტამბოლის რეისს ელოდებოდნენ, დემონსტრანტებს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 180 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რეისი რომელიც სტამბოლში უნდა გამგზავრებულიყო, რამდენიმე საათით გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)