|
2018-01-23 12:31:10, 1688 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურიას მამა გამოკითხვაზე იმყოფება
სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა, ზურაბ ჭანტურია, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც ჭანტურიამ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, გამოძიება რა საკითხით დაინტერესდება. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, 17 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილე, გიორგი ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით კი გათავისუფლდა. ჭანტურიასთვის მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარუდგენიათ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)