|
2018-01-23 12:23:28, 2151 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ბახალას“ მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. „ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან, მოქალაქე გ. გ. - ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ.გ.-ს საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე “ბახალა” 2017 წლის იანვარში დააკავეს. იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)