|
2018-01-22 21:17:18, 1934 ნახვა
სამართალი
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილე ებრაელი ბიზნესმენი: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო
„არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო“,-მედიასთან რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე, ებრაელი ბიზნესმენი ალაპარაკდა. მისი თქმით, მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითოქს ჩვენებაში ქუთათელაძის ვინმესთან დაპირისპირებაზე საუბრობს. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, „ჩვენების“ გასაჯაროვება ვინმეს ინტერესში შედიოდა: „ძალიან აღვფშფოთდი რაც ვნახე, სიცრუე და დეზინფორმაციაა, რაც მედიაში მოვისმინე. მე დაკითხვაზე არაფერი მითქვამს ქუთათელაძის დაპირისპირებაზე, საინტერესოა ვის ინტერესებში იყო ამ ინფორმაციის გასაჯაროვება.ალბათ, ამ ვითომ ჩვენების გამოქვეყნება ვინმეს აწყობდა.სოსო ბრწყინვალე პიროვნება იყო, არ მჯერა, რომ ქუთათელაძეს ისეთი დაპირიპირება ჰქონდა ვინმესთან, რომ მას ის მოეკლა“,-ამბობს ბიზნესმენი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)