11:09 - 19 Aug, 2026
|
2018-01-22 20:36:48, 2444 ნახვა
სამართალი
"ბახალას" საქმეზე ხვალ დასკვნითი პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. ბრალდებული საბოლოო სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლებს. შესაძლოა, საქმის განხილვა ხვალვე დასრულდეს, ან მოსამართლემ გამოიყენოს თათბირის უფლება და განაჩენი მოგვიანებით გახდეს ცნობილი. პროცესი 14:30 საათზეა ჩანიშნული. ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე “ბახალა” 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)