|
2018-01-22 20:21:41, 1821 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: ტყვიის ფრაგმენტზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა
თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებადამცველის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ტყვიის ფრაგმენტზე, რომლითაც მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურაში ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. „ერთადერთი, რაც არ დადასტურდა, რაც ალბათ შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი, როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვია, რომელიც გავიდა ლოგინის თავში და შემდეგ გაჩერდა კედელში, არ აღმოჩნდა ამ ტყვიის ფრაგმენტზე, ამ ლითონის ფრაგმენტზე სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, გაიარა ფაქტობრივად მთლიანი სხეული, შემდეგ ლოგინი, ლოგინის თავი და კედელი, არ აღმოჩნდეს მასზე სისხლის კვალი," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მას საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის არანაირი უფლება არ აქვს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)