21:37 - 17 Aug, 2026
|
2018-01-22 15:56:09, 2647 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკელე ნიკოლეტი გახდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იტალიელი პოლიტიკოსი მიკელე ნიკოლეტი გახდა,- ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე ნიკოლეტი საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მედიის ცნობით, ნიკოლეტის კანდიდატურა ერთადერთი იყო, აქედან გამომდინარე მან პოსტი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გასული წლის 6 ოქტომბერს გადადგა. ამის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას რამდენიმე თვით სტელა კირიაკიდესი ასრულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)