|
2018-01-22 15:46:54, 1836 ნახვა
სამართალი
შსს: გიორგი ჭანტურიას მიმართ ზეწოლის თაობაზე განცხადებები საფუძველს მოკლებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას მიმართ ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, როგორც სამინისტროში განმარტავენ, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით. აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, როდესაც ის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზეწოლას ახორციელებდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პიროვნება ჭანტურიას აიძულებდა, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებია.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)