|
2018-01-22 13:24:12, 2152 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პეტრო პოროშენკოს პირდაპირი ბრძანებაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ირგვლივ განვითარებულ ყველა მოვლენაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, პეჩორის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ექს გუბერნატორის თქმით, პეტრო პოროშენკოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი უკრაინიდან გაძევება. “ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, არის პეტრო პოროშენკოს პირდაპირი ბრძანება. მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია. რა ხდება პროცესზე - ეს არის უპრეცედენტო იურიდიულ პრაქტიკაში. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ დოკუმენტების ფალსიფიცირებით ჩამომართვეს უკრაინის მოქალაქეობა და ეს ბრძანებაც პირადად პეტრო პოროშენკომ გასცა. მათ არ სურთ მიხილონ უკრაინის ციხეშიც კი. სასამართლო ცდილობს უკვე მერამდენედ გამაძევოს ქვეყნიდან უაპელაციოდ. პირობას გაძლევთ, რომ უკრაინაში ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება“, - განაცხადა სააკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)