03:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:10:23, 1676 ნახვა

კომენტარი
კილაძე: ისეთ ნარკოპოლიტიკას მივიღებთ, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, ეკლესიისა და პატრიარქისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ მიიღებენ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც საზოგადოებისთვის, ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის მისაღები იქნება.

ამის შესახებ კილაძემ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

„მთავარი მიზანი, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც დააბალანსებს სხვადასხვა მიმართულებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით. ამაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად რთული საკითხია, ჯერჯერობით კონსენსუსის მიღწევა გაჭირდა. იმედი მაქვს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics