|
2018-01-22 11:27:26, 1869 ნახვა
სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მესამე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე მოკლული გენერლის, სამსაონ ქუთათელაძის საქმეს უკავშირდება. ექსპერტ-კრიმინალისტებს მდინარიდან ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ნივთი არ ამოუღიათ. სპეციალისტები სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს ეძებენ. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 17 იანვარს, ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურია დააკავეს, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა. მის მიმართ საქმე სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)