|
2018-01-22 09:46:53, 1890 ნახვა
სამართალი
შსს-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლისა და სიდედრის ცემაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს - 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს. დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)