|
2018-01-20 15:45:27, 2587 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურია დღეს დაკითხვაზე ისევ დაიბარეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. გიორგი ჭანტურია დასთან ერთად დაკითხვაზე, საგამოძიებო ორგანოში 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდეს. ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს ჩხრეკა უკვე დასრულდა. ასევე კიდევ ერთი განმეორებითი ჩხრეკა რუსთავში მდებარე სახლში მიმდინარეობდა, რომელიც ასევე დასრულებულია. გამომძიებლის ინფორმაციით, ამოღებულია გარკვეული ნივთები, თუმცა რა ნივთებზეა საუბარი, უწყების წარმომადგენლები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)