09:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 16:23:50, 2112 ნახვა

სამართალი
შსს-მ ენმ-ის წევრის ალექსანდრე კვახაძის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი - ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის  ნაცნობს - შ.ი.-ს  18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა.  ი.რ.-მ  გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics